პროგრამაზე სწავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად:
- მსურველმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- შიდა გამოცდა სპეციალობაში;
- ჩააბარებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას STANAG 2/2/2/2 ან წარმოადგენენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს მინიმუმ CEF B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა) ან წარმოადგენენ დიპლომს/სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სამხედრო საკარიერო კურსი (CCC და ა.შ.);
- კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ შიდა გამოცდა (გასაუბრების სახით) (მისაღები გამოცდის თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის ვებ. გვერდზე შიდა გამოცდის თარიღამდე 1 თვით ადრე);
- სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამაზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან:
- თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები;
- სახელმწიფო უწყებათა მოქმედი მოსამსახურეები;
- საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;
საკონტაქტო პირი: მაგისტრატურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე +995 577 19 19 80;
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
30 მისაღები ადგილი:
15 მისაღები ადგილი;
- საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;
5 მისაღები ადგილი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები;
10 მისაღები ადგილი;
- საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;
საკონტაქტო პირი: ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ოქრომჭედლიშვილი +995 577 19 39 99;
კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8, 9, 10 და 11 სექტემბერს - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო 12 სექტემბერს - 09:00 საათიდან 15:00 საათამდე, თავდაცვის სამინისტროს გამშვებ პუნქტზე ( მისამართი - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2025 წლის 16 სექტემბერს. (მისამართი: - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).
ა) კონკურსზე დაშვებულ კანდიდატები უნდა გამოცხადნენ 2025 წლის 16 სექტემბერს მაგისტრატურაში და გაიარონ რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 10:00 საათზე. (მისამართი - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).
ინგლისურ ენაში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 18 სექტემბერს. (მისამართი: - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი)
ა) კანდიდატები უნდა გამოცხადნენ 2025 წლის 18 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და გაიარონ რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 11:00 საათზე. (მისამართი: - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი)
საბუთების ნუსხა:
- განცხადება (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
- ავტობიოგრაფია (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
- პირადობის მოწმობა (ასლი);
- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (ასლი) (არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგენს მოგვიანებით);
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (ასლი) (ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული დედანი (დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ);
- ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი/დიპლომი/მოწმობა) (დედანი და ასლი);
- მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
- ცნობა სამსახურის ადგილიდან (იმ კანდიდატისათვის, რომელიც ოფიციალური წერილით არ არის წარმოდგენილი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან);
- საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდიდან - www.naec.ge);
- CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი;
- მუყაოს საქაღალდე.