სიახლე

ვლადიმერ კეკელია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ისტორიკოსი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ბატონი ვლადიმერ კეკელია ესტუმრა. ბატონმა ვლადიმერმა აკადემიის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა შუა საუკუნეების ქართულ ციხე-სიმაგრეებზე. ლექციის ფარგლებში, განხილული იქნა ციხე-სიმაგრეების დანიშნულება, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. 

26.02.2014

თავდაცვის მინისტრმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგო. იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალთან ირაკლი ალასანია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

25.02.2014

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის სწავლება ეთა-ში

დღეს, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP) თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისთვის და სამხედრო ინსტრუქტორებისთვის დაიწყო 4 დღიანი სემინარი შემდეგ თემაზე: აქტიური სწავლების შეფასება და ძირითადი სასწავლო გეგმის დიზაინი.

25.02.2014

თავდაცვის სამინისტროში იუნკერები გაიხსენეს

დღეს, 1921 წელს დაღუპული იუნკერები თავდაცვის სამინისტროში გაიხსენეს. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკეს. სტელასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დაღუპული იუნკერების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქვაჯვარი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრთან არის აღმართული.

25.02.2014

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში

ეროვნული თავდაცვის აკადმიის წარმომადგენლები იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს, კერძოდ ჭიათურას, ქუთაისს, ყაზბეგსა და დუშეთს ესტუმრნენ. 2014-2015 საბაკალავრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით, აკადემიის წარმომადგენლები ადგილობრივ აბიტურიენტებსა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებს შეხვდნენ.

24.02.2014