4 მარტი 2020
ქალთა დღე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ ქალთა პერსონალსა და იუნკერ გოგონებს მიულოცა აღნიშნული დღესასწაულები, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატება პირად ცხოვრებაში. მილოცვის შემდეგ დამსწრე ქალბატონებს ყვავილების თაიგულები გადასცეს.