საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი
პროგრამის სახელწოდება:
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამა.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამის სტრუქტურა:
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსგავლილს (იუნკერი) გადაეცემა კურსის (BCT) დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამის დაშვების წინაპირობა:
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის, ზოგადი უნარების, უცხო ენის და მათემატიკის/ისტორიის ჩაბარების შედეგები და აკადემიის შიდა წესის შესაბამისად შესარჩევი ტურის გავლა (სამედიცინო შემოწმება, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება და ფსიქოლოგიური შერჩევა/ გასაუბრება)
მობილობით (სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლა) ჩარიცხულ იუნკერთათვის:
აკადემიის შიდა წესის შესაბამისად შესარჩევი ტურის გავლა (სამედიცინო შემოწმება, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება, ფსიქოლოგიური შერჩევა /გასაუბრება).
სამედიცინო შემოწმება:
აკადემიაში ჩაბარების უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გაცემულ დასკვნაში უფიქსირდებათ „ვარგისია“ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მისაღებად. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დასკვნების გადმოგზავნა ხდება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში კონფიდენ-ციალურად ელექტრონულად.
ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება:
ფიზიკური მომზადების ტესტირება არის კომპლექსური, რომელიც შედგება 3 (სამი) ვარჯიშისაგან:
ტესტის თითოეულ სახეობაში პიროვნებამ უნდა დააგროვოს მინიმუმ 40 ქულა, ხოლო სამივე სახეობაში მინიმუმ 120 ქულა.
აბიტურიენტს ფიზიკური შესაბამისობის ტესტი ჩაბარებულად ეთვლება, თუ მან დააგროვა მინიმუმ 40 ქულა.
ფსიქოლოგიური შერჩევა-გასაუბრება:
ფსიქოლოგიური შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
გასაუბრების კომისია თითოეულ კანდიდატზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეჯერებით.
პროგრამის მიზანი:
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლად ჩარიცხული საქართველოს მოქალაქის სამხედრო პიროვნებად გარდაქმნა, მისი ფიზიკური ამტანობის, სტრესულ სიტუაციაში ემოციური მდგრადობისა და ბაზისური სამხედრო უნარების განვითარება, მასში სამხედრო დისციპლინის ჩამოყალიბება და იმ გამოწვევებისთვის მომზადება, რომელიც იუნკერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლისას შეხვდება.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის მსვლელობისას, იუნკერის მიღწევის შეფასება მიმდინარეობს შემდეგი კრიტერიუმებით:
ინსტრუქტორების ამოცანაა გამოავლინოს:
სწავლის შედეგები:
დამახსოვრება:
პროგრამის გავლის შემდეგ იუნკერს ეცოდინება:
გაგება:
პროგრამის გავლის შემდეგ იუნკერი ახსნის:
გამოყენება:
პროგრამის გავლის შემდეგ იუნკერი შეძლებს:
მობილობით ჩარიცხული იუნკერების სწავლის შედეგები:
დამახსოვრება:
პროგრამის გავლის შემდეგ იუნკერს ეცოდინება:
გაგება:
პროგრამის გავლის შემდეგ იუნკერი ახსნის:
შეფასების სისტემა
იუნკერის შეფასება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამხედრო საგანმანათლებლო ერთეულებში გამოცდების ჩატარებისა და შეფასების ინსტრუქციის მიხედვით 100-ქულიანი სისტემით.
იუნკერის ფიზიკური მომზადების დონის დასადგენად კურსის განმავლობაში ორჯერ უტარდება ფიზიკური მომზადების დიაგნოსტიკური ტესტი. ფიზიკური მომზადების დიაგნოსტიკური ტესტის შეფასება განხორციელდება თავდაცვის სისტემაში დადგენილი ფიზიკური მომზადების სტანდარტის შესაბამისად.
იუნკერის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით გამოცდას, რომლებსაც გააჩნიათ თავისი ქულობრივი ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია საერთო შეფასების 60 %-ით.
შუალედური შეფასება:
ტარდება გარკვეული მოცულობის გავლის შემდეგ. შუალედური შეფასება დაყოფილია კომპონენტებად (მიმდინარე შეფასებები, შუალედური გამოცდა), რომლებსაც აქვთ თავისი ხვედრითი წილი ამ ელემენტის ფარგლებში. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შუალედურ გამოცდაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60 %-ით.
თუ იუნკერის შუალედური შეფასებებისას უკვე მიღებული შედეგით ჩანს, რომ იუნკერს შემდგომ შეფასებებში და დასკვნით გამოცდაზე მაქსიმალური ქულის მიღების შემთხვევაშიც კი ვერ უგროვდება მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა, მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.
დასკვნითი გამოცდა:
სავალდებულოა და მასზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60 %-ით.
დასკვნით გამოცდაზე დაიშვება ის პირი, რომელსაც უკვე მიღებული შუალედური შეფასებების და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების ჯამით უგროვდება მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა.
დამატებითი გამოცდა:
შუალედურ შეფასებაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში იუნკერს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუადრეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო შეფასების ჩატარებისა;
დასკვნით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში იუნკერს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუადრეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო კომპონენტის პირველი შეფასებისა;
იუნკერი დამატებითი გამოცდისათვის მოსამზადებლად სარგებლობს პირადი ან თვითმომზადებისათვის განკუთვნილი დროის პერიოდით.
დამატებით გამოცდაზე მიღებული ქულა ითვლება შეფასების საბოლოო ქულად და შესაბამისად აისახება პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში, მაგრამ არ გაითვალისწინება კურსზე სარეიტინგო ქულის გამოყვანისას და საბოლოო რეიტინგის გამოთვლისას გამოიყენება გამსვლელი ქულა.
დამატებით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.
აღდგენითი გამოცდა:
პროგრამის სასწავლო კურსის მოდულით გათვალისწინებული გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში იუნკერმა აღდგენითი გამოცდა უნდა ჩააბაროს დაწესებულებასა და ერთეულებში გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. აღდგენითი გამოცდა უნდა ჩატარდეს მომდევნო კომპონენტის პირველ შეფასებამდე.
საპატიო მიზეზით დამატებითი გამოცდის გამოტოვების შემთხვევაში იუნკერს უფლება აქვს იგი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
შენიშვნა: ქულათა ინტერვალს/ბიჯს შორის დამრგვალება ხორციელდება არითმეტიკული დამრგვალების პრინციპით. მაგ: 60 ქულიანი ბარიერის შემთხვევაში 59.5 = FX, ხოლო 59.6 = E; 75.5 = D, ხოლო 75.6 = C;
რეიტინგი:
საბოლოო შეფასების შედეგის შესაბამისად.
პროგრამაში გათვალისწინებული სასწავლო თემატიკა:
Jus - საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;
Dril - სამწყობრო მომზადება;
Tac - ტაქტიკური მომზადება;
Com - სახელმწიფოებრივი მომზადება;
Fire - საცეცხლე მომზადება;
Eng - საინჟინრო მომზადება;
Nav - სამხედრო ტოპოგრაფია;
Med - სამედიცინო მომზადება;
Sig - კავშირგაბმულობა;
Lid - ლიდერობა.
მობილობით ჩარიცხული იუნკერების შეფასების სისტემა
კურსის ბოლოს ტარდება გამოსაშვები გამოცდა. გამოსაშვები გამოცდა შერეული სახისაა დაა მოიცავს ტესტურ და წერით დავალებებს. გამოსაშვები გამოცდა სავალდებულოა და მასზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60 %-ით.
გამოსაშვებ გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში იუნკერს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუადრეს 2 კალენდარული დღისა. იუნკერი დამატებითი გამოცდისათვის მოსამზადებლად სარგებლობს პირადი ან თვითმომზადებისათვის განკუთვნილი დროის პერიოდით. დამატებით გამოცდაზე დაწესე-ბული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.
სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:
პროგრამის დასრულების შემდეგ იუნკერები სწავლას გააგრძელებენ საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამებზე. (მენეჯმენტი, ინფორმატიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება)