სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული დონის კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების მომზადება, რომლებსაც ექნებათ სფეროს მულტიდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში და შეეძლებათ:
სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, მათ შორის:
I ნაწილი - 60 ECTS კრედიტი
II ნაწილი - 60 ECTS კრედიტი
სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებულს საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭება 60 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:
· 50 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები;
· 10 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 20).
სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებულს კვლევის მაგისტრი საჯარო მმართველობაში აკადემიური ხარისხი ენიჭება 60 კრედიტის დაგროვების შედეგად, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
· 25 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები;
· 30 კრედიტი - სამაგისტრო ნაშრომი - პროგრამით გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი;
· 5 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 10).