რას შესთავაზებს ცენტრი მსმენელებს
დისტანციური სწავლების ცენტრი მსმენელებს შესთავაზებს თავდაცვის ძალების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა პრიორიტეტულ კურსებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება სამხედრო მოსამსახურის განათლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათთვის ახალი ინოვაციური მეთოდების საშუალებით განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
ცენტრის სამომავლო გეგმები
დისტანციური კურსების შექმნა თავდაცვის ძალებისთვის;
ვიდეო რგოლების მომზადება და საგანმანათლებლო პლატფორმაზე განთავსება;
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროცესის მხარდაჭერა.
სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ერთოებლივი პროექტების განხორციელება.
საერთაშორისო თანამშრომლობა
ცენტრი დაარსების დღიდან თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამასთან NATO-The Defence Education Enhancement Programme (DEEP), ჯეფერსონის ინსტიტუტთან და უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტთან.