ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი

მიღება

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე  მიიღებიან:

  1. უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი, ასევე ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე; 
  2. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
  3. უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
  4. სამედიცინო განათლების და ექიმის შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.

✔ კურსზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 70

კურსზე მისაღები კანდიდატების შერჩევა განხორციელდება სამი კომპონენტის შესაბამისად:

☑ გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში 

☑ ფსიქოლოგიური შერჩევა

☑ სამედიცინო შემოწმება 

ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ასაკობრივი ცხრილი

  • სწავლის პერიოდში, სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება;  სამოქალაქო პირებისთვის  დარიცხული ფულადი სარგო შეადგენს - 1770 ლარს (ხელზე ასაღები 1387ლარი).
  • კურსდამთავრებულები დასაქმდებიან მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში და ექნებათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებით და პრივილეგიებით.

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 7 მაისიდან 2024 წლის 26 ივნისის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. საბუთების შემოტანის დროს სამოქალაქო პირებმა უნდა იქონიონ ფორმა ფიზიკური მომზადებისთვის.

☑️ კურსზე სასწავლებლად შერჩეული სამხედრო მოსამსახურეების აკადემიაში მივლინება 2024 წლის 16 აგვისტოდან განხორციელდეს შემდეგი აღჭურვილობით;

☑️ კურსზე სასწავლებლად შერჩეული სამოქალაქო პირები აკადემიაში უნდა გამოცხადნენ 2024 წლის 4 ივლისს.

  • კურსის პროგრამა მოიცავს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს და სამხედრო საქმეს;
  • საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ჩატარდება 2024 წლის 8 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით;
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭებათ წოდება ,,ლეიტენანტი'' და სწავლას განაგრძობენ სამხედრო სპეციალიზაცის კურსებზე.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბრიდან.

მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი; საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94

 

 

საბუთების ნუსხა (სამხედრო მოსამსახურეებისთვის):

  1. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო სასწავლებლისთვის ვარგისიანობის შესახებ, გაცემული სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ) - 1 ეგზ.
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი – 1 ეგზ.
  3. 1 ცალი ფოტოსურათი (სამხედრო ფორმაში) 3X4–ზე.
  4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი – 1 ეგზ.
  5. სამსახურის პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) ასლი – 1 ეგზ.

საბუთების ნუსხა (სამოქალაქო პირებისთვის):

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  3. დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  4. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  5. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  6. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
  9. ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  10. მართვის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  11. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი, covid-19 - ის გადატანის შემთხვევაში მიეთითოს აღნიშნულ ფორმა 100 - ში ავადმყოფობის ისტორია ) - 2.
  12. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი–დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  13. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ჩაბარებული ანალიზის პასუხი) დედანი და ასლი – 2 ეგზ.
  14. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  15. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  16. შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  17. მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  18. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  19. 6 ცალი ფერადი ფოტოსურათი 3X4–ზე
  20. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი