ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი

მიღება

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე  მიიღებიან:

  1. უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი, ასევე ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე; 
  2. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
  3. უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
  4. სამედიცინო განათლების და ექიმის შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.

✔ კურსზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 70

კურსზე მისაღები კანდიდატების შერჩევა განხორციელდება სამი კომპონენტის შესაბამისად:

☑ გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში 

☑ ფსიქოლოგიური შერჩევა

☑ სამედიცინო შემოწმება 

ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ასაკობრივი ცხრილი

  • სწავლის პერიოდში, სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება;  სამოქალაქო პირებისთვის  დარიცხული ფულადი სარგო შეადგენს - 1530 ლარს (ხელზე ასაღები 1200ლარი).
  • კურსდამთავრებულები დასაქმდებიან მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში და ექნებათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებით და პრივილეგიებით.

საბუთების მიღება იწარმოებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. საბუთების შემოტანის დროს სამოქალაქო პირებმა უნდა იქონიონ ფორმა ფიზიკური მომზადებისთვის.

☑️ კურსზე სასწავლებლად შერჩეული სამხედრო მოსამსახურეების აკადემიაში მივლინება 2023 წლის 18 აგვისტოდან განხორციელდეს შემდეგი აღჭურვილობით;

☑️ კურსზე სასწავლებლად შერჩეული სამოქალაქო პირები აკადემიაში უნდა გამოცხადნენ 2023 წლის 7 ივლისს.

  • კურსის პროგრამა მოიცავს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს და სამხედრო საქმეს;
  • საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ჩატარდება 2023 წლის 10 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით;
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭებათ წოდება ,,ლეიტენანტი'' და სწავლას განაგრძობენ სამხედრო სპეციალიზაცის კურსებზე.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2023 წლის 4 სექტემბრიდან.

მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი; საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94

 

 

საბუთების ნუსხა (სამხედრო მოსამსახურეებისთვის):

  1. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო სასწავლებლისთვის ვარგისიანობის შესახებ, გაცემული სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ) - 1 ეგზ.
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი – 1 ეგზ.
  3. 1 ცალი ფოტოსურათი (სამხედრო ფორმაში) 3X4–ზე.
  4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი – 1 ეგზ.
  5. სამსახურის პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) ასლი – 1 ეგზ.

საბუთების ნუსხა (სამოქალაქო პირებისთვის):

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  3. დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  4. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  5. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  6. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
  9. ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  10. მართვის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  11. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი, covid-19 - ის გადატანის შემთხვევაში მიეთითოს აღნიშნულ ფორმა 100 - ში ავადმყოფობის ისტორია ) - 2.
  12. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი–დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  13. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ჩაბარებული ანალიზის პასუხი) დედანი და ასლი – 2 ეგზ.
  14. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  15. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  16. შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  17. მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  18. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  19. 6 ცალი ფერადი ფოტოსურათი 3X4–ზე
  20. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი