საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი
პროგრამის სახელწოდება:
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამა.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამის სტრუქტურა:
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსგავლილს (მსმენელს) გადაეცემა კურსის (BCT) დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამის დაშვების წინაპირობა:
აკადემიის შიდა წესის შესაბამისად შესარჩევი ტურის გავლა (სამედიცინო შემოწმება, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება, ფსიქოლოგიური შერჩევა /გასაუბრება)
სამედიცინო შემოწმება:
აკადემიაში ჩაბარების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გაცემულ დასკვნაში უფიქსირდებათ „ვარგისია“ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მისაღებად. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დასკვნების გადმოგზავნა ხდება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში კონფიდენციალურად ელექტრონულად.
ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება:
ფიზიკური მომზადების ტესტირება არის კომპლექსური, რომელიც შედგება 3 (სამი) ვარჯიშისაგან:
ტესტის თითოეულ სახეობაში კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 40 ქულა, ხოლო სამივე სახეობაში მინიმუმ 120 ქულა.
ფიზიკური შესაბამისობის ტესტი ჩაბარებულად ეთვლება, თუ მან დააგროვა მინიმუმ 40 ქულა.
ფსიქოლოგიური შერჩევა-გასაუბრება:
ფსიქოლოგიური შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
გასაუბრების კომისია თითოეულ კანდიდატზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეჯერებით.
პროგრამის მიზანი:
აკადემიაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქის სამხედრო პიროვნებად გარდაქმნა, მისი ფიზიკური ამტანობის, სტრესულ სიტუაციაში ემოციური მდგრადობისა და ბაზისური სამხედრო უნარების განვითარება, მასში სამხედრო დისციპლინის ჩამოყალიბება და იმ გამოწვევებისთვის მომზადება, რომელიც მსმენელს აკადემიაში სწავლისას შეხვდება.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის მსვლელობისას, მსმენელის მიღწევის შეფასება მიმდინარეობს შემდეგი კრიტერიუმებით:
ინსტრუქტორების ამოცანაა გამოავლინოს:
სწავლის შედეგები:
დამახსოვრება:
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
გიორგი ბრწყინვალე. ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის;
გაგება:
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი ახსნის:
გამოყენება:
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
დაცვას;
შემადგენლობაში, ვიზუალური სიგნალების გამოყენებას;
მიმართულებათა შორის;
მოხვედრებამდე მიყვანას;
შეფასების სისტემა
მსმენელთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენად კურსის განმავლობაში ორჯერ, I და IV კვირაში ჩატარდება ფიზიკური მომზადების დიაგნოსტიკური ტესტი. ფიზიკური მომზადების დიაგნოსტიკური ტესტის შეფასება განხორციელდება თავდაცვის სისტემაში დადგენილი ფიზიკური მომზადების სტანდარტის შესაბამისად.
მსმენელთა სასწავლო კურსის/მოდულის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით გამოცდას, რომლებსაც გააჩნიათ თავისი ქულობრივი ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში. მოდულის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია მოდულის საერთო შეფასების 60 %-ით.
შუალედური შეფასება:
ტარდება მოდულის გარკვეული მოცულობის გავლის შემდეგ. შუალედური შეფასება დაყოფილია კომპონენტებად (მიმდინარე შეფასებები, შუალედური გამოცდა), რომლებსაც აქვთ თავისი ხვედრითი წილი ამ ელემენტის ფარგლებში. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შუალედურ გამოცდაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60 %-ით.
თუ მსმენელის შუალედური შეფასებებისას უკვე მიღებული შედეგით ჩანს, რომ მსმენელს შემდგომ შეფასებებში და დასკვნით გამოცდაზე მაქსიმალური ქულის მიღების შემთხვევაშიც კი ვერ უგროვდება მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა, მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.
სასწავლო კურსის/მოდულის დასკვნითი გამოცდა: სავალდებულოა და მასზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60 %-ით.
დასკვნით გამოცდაზე დაიშვება ის პირი, რომელსაც უკვე მიღებული შუალედური შეფასებების და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების ჯამით უგროვდება მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა მაინც.
დამატებითი გამოცდა:
შუალედურ შეფასებაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუადრეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო შეფასების ჩატარებისა;
დასკვნით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუადრეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო კომპონენტის პირველი შეფასებისა;
მსმენელი დამატებითი გამოცდისათვის მოსამზადებლად სარგებლობს პირადი ან თვითმომზადებისათვის განკუთვნილი დროის პერიოდით.
დამატებით გამოცდაზე მიღებული ქულა ითვლება შეფასების საბოლოო ქულად და შესაბამისად აისახება პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში, მაგრამ არ გაითვალისწინება კურსზე სარეიტინგო ქულის გამოყვანისას და საბოლოო რეიტინგის გამოთვლისას გამოიყენება გამსვლელი ქულა.
დამატებით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.
აღდგენითი გამოცდა:
მოდულით გათვალისწინებული გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მსმენელმა აღდგენითი გამოცდა უნდა ჩააბარონ დაწესებულებასა და ერთეულებში გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. აღდგენითი გამოცდა უნდა ჩატარდეს მომდევნო კომპონენტის პირველ შეფასებამდე.
საპატიო მიზეზით დამატებითი გამოცდის გამოტოვების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს იგი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
შენიშვნა: ქულათა ინტერვალს/ბიჯს შორის დამრგვალება ხორციელდება არითმეტიკული დამრგვალების პრინციპით. მაგ: 70 ქულიანი ბარიერის შემთხვევაში 69.5 = FX, ხოლო 69.6 = E; 81.5 = D, ხოლო 81.6 = C;
რეიტინგი:
საბოლოო შეფასების შედეგის შესაბამისად.
პროგრამაში გათვალისწინებული სასწავლო თემატიკა:
Jus - საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;
Dril - სამწყობრო მომზადება;
Tac - ტაქტიკური მომზადება;
Com - სახელმწიფოებრივი მომზადება;
Fire - საცეცხლე მომზადება;
Eng - საინჟინრო მომზადება;
Nav - სამხედრო ტოპოგრაფია;
Med - სამედიცინო მომზადება;
Sig - კავშირგაბმულობა;
Lid - ლიდერობა.
სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები სწავლას განაგრძობენ ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე.