სიახლე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს ნიკოლოზობა მიულოცა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

19.12.2012

აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე დავით აღმაშენებლის სახელობის  ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ეველინ ფარკასი დელეგაციის წევრებთან ერთად აკადემიის რექტორს გიორგი ქველაძეს და კომენდანტს პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძეს შეხვდა.

28.11.2012

სამეთაურო - საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულების მეორე გამოშვება და დაჯილდოება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო საკარიერო სასწავლებლის 28 კურსდამთავრებულის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე. 

06.11.2012

კაპიტნის საკარიერო კურსები

საქართველოს შეიარაღებული ძალების 60-მა სამხედრო მოსამსახურემ მანევრის, საარტილერიო, სამხედრო დაზვერვისა და პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსები წარმატებით გაიარა. დაჯილდოების ცერემონიალი დღეს  დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.

02.11.2012

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. დღეს, ურმას რეინსალუ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა გოგა ქველაძემ უმასპინძლა. 

25.09.2012