3 დეკემბერი 2019
	                                        
	                                            ამოცანით მართვის საერთაშორისო სემინარი აკადემიაში	                                        
	                                        
                                            
                                                დღეს, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ნატოს სამხედრო განათლებისა და განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ,,ამოცანით მართვის'' საერთაშორისო სემინარი გაიხსნა, სადაც ტრენერების რანგში მოწვეული არიან დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, გერმანიისა და ლიეტუვას წარმომადგენლები.