3 თებერვალი 2025
	                                        
	                                            აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა	                                        
	                                        
                                            
                                                დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, აკადემიის ინსტიტუციონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის  პირადი შემადგენლობა სტატუეტებით  „იუნკერი“ დააჯილდოვა .