7 აპრილი 2025
	                                        
	                                            აკადემიაში რიგით მეცხრე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა	                                        
	                                        
                                            
                                                ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეცხრე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა, რომელიც აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 65 მონაწილე სტუმრობდა 16 სხვადასხვა ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, ბელგიის, იტალიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუმინეთის, მაკედონიის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები იღებდნენ.