სიახლეები

სიახლეები

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი

12 ივნისი 2025

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა  წარმატებით დაასრულეს.
გაცნობითი სახის ვიზიტები

11 ივნისი 2025

გაცნობითი სახის ვიზიტები

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს გაცნობითი სახის ვიზიტების ორგანიზებას სახელმწიფო უწყებებში.
 საინფორმაციო შეხვედრები სკოლებთან

10 ივნისი 2025

საინფორმაციო შეხვედრები სკოლებთან

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის, აბიტურიენტთა მოზიდვის და აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ქვეყნის მასშტაბით 41 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 1274 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, როგორც პირისპირ შეხვედრის ასევე დისტანციურ  რეჟიმში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე გაავრცელეს აკადემიის შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტები.
მხიარული სტარტები

9 ივნისი 2025

მხიარული სტარტები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ,,მხიარული სტარტები'' გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პირადი შემადგენლობის შვილებმა.
იუნკერების მონაწილეობა სტუდფესტი 2025

6 ივნისი 2025

იუნკერების მონაწილეობა სტუდფესტი 2025

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილ მაშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში „სტუდფესტი 2025“, რომელიც მოიცავდა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას.