21 აპრილი 2026
აკადემიაში ღია კარის დღეები გაიმართა
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღეები გაიმართა. აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამებზე ჩაბარების შესახებ. ახალგაზრდებს ასევე მიეცათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და საცხოვრებელ პირობებს.დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს.