სიახლეები

სიახლეები

სწავლება აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის

15 ოქტომბერი 2014

სწავლება აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის ტარდება სამდღიანი სწავლება, თემაზე: „ასიმეტრიული ომი“.
მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის საველე-სიტუაციური სწავლება

10 ოქტომბერი 2014

მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის საველე-სიტუაციური სწავლება

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის ორდღიანი საველე-სიტუაციური სწავლება გაიმართა. საველე-სიტუაციური სწავლება შედგებოდა ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი მოიცავდა მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელების მიერ საბრძოლო ბრძანების დამუშავებას.
შვედეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი აკადემიაში

8 ოქტომბერი 2014

შვედეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა შვედეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ანდერს ბრანსტრომი. შვედ გენერალს აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა.
ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აკადემიაში

7 ოქტომბერი 2014

ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბატონი იუზას ოლეკასი. ლიტველ სტუმარს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა.
სწავლება აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის

6 ოქტომბერი 2014

სწავლება აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის ტარდება ორდღიანი სემინარი, თემაზე: „სამხედრო ხელოვნების ისტორია“. სემინარის ფარგლებში, განხილული იქნება სამხედრო ისტორიის მნიშვნელობა და მისი შესწავლის საუკეთესო პრაქტიკა.