2 ოქტომბერი 2014
მოლდოვის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა მოლდოვის თავდაცვის მინისტრი, ბატონი ვალერიუ ტროენკო. მოლდოველ სტუმართან ერთად აკადემიაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ირაკლი გეგეჭკორი.