სიახლეები

სიახლეები

ფილმის ჩვენება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

4 მარტი 2014

ფილმის ჩვენება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინები” ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერები, უმცროს ოფიცერთა და კაპიტნის საკარიერო სკოლების მსმენელები დაესწრნენ. კინოჩვენებამ სამხედროებისა და მომავალი ოფიცრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის სწავლების დახურვა

28 თებერვალი 2014

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის სწავლების დახურვა

დღეს დასრულდა ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის 4 დღიანი სწავლება თემაზე „აქტიური სწავლების შეფასება და ძირითადი სასწავლო გეგმის დიზაინი“. სემინარზე დამსწრე აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები მცხეთაში

26 თებერვალი 2014

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები მცხეთაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ, სადაც ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს 2014-2015 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული სასწავლო პროგრამები გააცნეს. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
ვლადიმერ კეკელია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

26 თებერვალი 2014

ვლადიმერ კეკელია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ისტორიკოსი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ბატონი ვლადიმერ კეკელია ესტუმრა. ბატონმა ვლადიმერმა აკადემიის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა შუა საუკუნეების ქართულ ციხე-სიმაგრეებზე. ლექციის ფარგლებში, განხილული იქნა ციხე-სიმაგრეების დანიშნულება, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. 
test news

26 თებერვალი 2014

test news