სიახლეები

სიახლეები

საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

1 თებერვალი 2022

საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი.
აკადემიაში იუნკერებთან და მსმენელებთან გაცნობითი სახის ლექცია გაიმართა

21 იანვარი 2022

აკადემიაში იუნკერებთან და მსმენელებთან გაცნობითი სახის ლექცია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა მიმდინარეობს.
აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

30 დეკემბერი 2021

აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. საახალწლო ღონისძიება გაიხსნა აკადემიის შიდა ჩემპიონატით ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“. დღის განმავლობაში აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. საახალწლო საჩუქრები ასევე გადაეცა საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და ტექნიკური მომსახურების ჯგუფის პერსონალს.
 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

10 დეკემბერი 2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.  
სტუდენტური კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

10 დეკემბერი 2021

სტუდენტური კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური კონფერენცია ,,პოსტკრიზისული პანდემიური პერიოდის გამოწვევები 2021'' გაიმართა, რომელიც ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ გახსნა.