20 ივლისი 2022
	                                        
	                                            სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება აკადემიაში	                                        
	                                        
                                            
                                                ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ანალიზის 2020-2022 წლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ და თავდაცვის ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ სამხარაძემ.