28 ივნისი 2021
სერჟანტთა პროფესიული დღე აკადემიაში
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე სერჟანტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის სერჟანტთა პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი საშტატო იარაღით, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და წარმატება უსურვა.