სიახლეები

სიახლეები

ოკუპაციის კვირეული

25 თებერვალი 2024

ოკუპაციის კვირეული

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, პირადმა შემადგენლობამ და იუნკერებმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამუშაო ვიზიტი ნორვეგიაში

22 თებერვალი 2024

სამუშაო ვიზიტი ნორვეგიაში

2024 წლის 12-16 თებერვალს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში, რომელთანაც აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, როგორც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე დისტანციური სწავლების განვითარების მიმართულებით.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო  ღონისძიება

21 თებერვალი 2024

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო  ღონისძიება.  შეხვედრას  ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები.
სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების ვიზიტი აკადემიაში

13 თებერვალი 2024

სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების ვიზიტი აკადემიაში

2024 წლის 18 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით, ეროვნული თავდაცვის აკადემიას, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა საფრანგეთის სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლის სამი კადეტი.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის ვიზიტი აკადემიაში

10 თებერვალი 2024

ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის ვიზიტი აკადემიაში

მიმდინარე წლის 8 თებერვალს აკადემიაში განხორციელდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის, პოლკოვნიკ რუშენ აბიდინოღლუს გაცნობითი სახის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.