სიახლეები

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ბაკალავრიატის ლექტორთან

4 აპრილი 2018

სამუშაო შეხვედრა ბაკალავრიატის ლექტორთან

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აკადემიას ესტუმრა რუმინეთის კარლ I სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დაქვემდებარებული უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანოს - თავდაცვის რესურსების მართვის რეგიონული დეპარტამენტის პროფესორი, პოლკოვნიკი ცეზარ ვასილესკუ.
სოსო ფხაკაძის ლექცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

3 აპრილი 2018

სოსო ფხაკაძის ლექცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ვისოლ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი სოსო ფხაკაძე.
აკადემიას ახალი რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილე ჰყავს

2 აპრილი 2018

აკადემიას ახალი რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილე ჰყავს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის ბრძანებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილის თანამდებობა, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ დაიკავა.
ლექცია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში

27 მარტი 2018

ლექცია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის სამხედრო სტატუსის მქონე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უფროსი), ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი მიმდინარე წლის 26-27 მარტს სპიკერის რანგში ლექციის ჩასატარებლად თემაზე „ჰიბრიდული ომი“ მიწვეული იყო ესტონეთის ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში.
იუნკერები ლატვიის თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო კვირეულზე

26 მარტი 2018

იუნკერები ლატვიის თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო კვირეულზე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა მიმდინარე წლის 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით მონაწილეობა მიიღეს ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კადეტთა საერთაშორისო კვირეულში.