სიახლეები

სიახლეები

იუნკერები ქალბატონებს დედის დღეს ულოცავენ

3 მარტი 2018

იუნკერები ქალბატონებს დედის დღეს ულოცავენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშის ​ ვიზიტი აკადემიაში

1 მარტი 2018

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშის ​ ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დეივ ეთელი იმყოფებოდა. სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ქალბატონი ნინო გეწაძე და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი შეხვდნენ. 
ბრიგადის გენერლის ზაზა ჩხაიძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

28 თებერვალი 2018

ბრიგადის გენერლის ზაზა ჩხაიძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის III-IV კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა. ბრიგადის გენერალი ჩხაიძე იუნკერებს გენერალური შტაბისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა. 
ურთიერთგაგების  მემორანდუმი რონდელის ფონდთან

28 თებერვალი 2018

ურთიერთგაგების მემორანდუმი რონდელის ფონდთან

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს (რონდელის ფონდი) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
RUSI-ის ექსპერტების ლექციების სერია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში

27 თებერვალი 2018

RUSI-ის ექსპერტების ლექციების სერია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში

თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2017 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ამოქმედდა თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადებას თავდაცვის ანალიზის სპეციალიზაციით.