სიახლეები

სიახლეები

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“

2 აგვისტო 2022

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“

აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“ გაიმართა. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა აკადემიაში

22 ივლისი 2022

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები მენეჯმენტის, თავდაცვა და უსაფრთხოების და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

21 ივლისი 2022

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

20 ივლისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეროვნული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები''. კონფერენცია გახსნა აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ; მონაწილეებს სიტყვით მიმართა მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება აკადემიაში

20 ივლისი 2022

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ანალიზის 2020-2022 წლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ და თავდაცვის ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

19 ივლისი 2022

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერებმა წარმატებით დაასრულეს.