სიახლეები

სიახლეები

დავით თევზაძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

13 ივნისი 2022

დავით თევზაძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ბატონმა დავით თევზაძემ იუნკერთა სასწავლო ბატალიონის II და III კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა. ბატონი დავითი იუნკერებს თანამედროვე სტრატეგიასა და სტრატეგიის პრინციპებზე ესაუბრა. შეხვედრამ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც მომავალმა ოფიცრებმა  ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აკადემიაში იუნკერებთან და მსმენელებთან გაცნობითი სახის ლექციები გრძელდება

9 ივნისი 2022

აკადემიაში იუნკერებთან და მსმენელებთან გაცნობითი სახის ლექციები გრძელდება

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა გრძელდება.
აკადემიაში საბუთების მიღება გრძელდება

9 ივნისი 2022

აკადემიაში საბუთების მიღება გრძელდება

გახდი იუნკერი! მიიღე 21-ე საუკუნის შესაბამისი სამხედრო და აკადემიური განათლება ისწავლე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში ისარგებლე სწავლის სრული დაფინანსებით და მიიღე ყოველთვიური გარანტირებული სტიპენდია
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

6 ივნისი 2022

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

2022 წლის 2 აგვისტოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები''.
აკადემიის იუნკერები საქველმოქმედო მარათონზე

6 ივნისი 2022

აკადემიის იუნკერები საქველმოქმედო მარათონზე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 5 ივნისს მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებაში ,,გარბენი უკრაინისთვის'', რომელიც სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით თელავში, ლოპოტას მიმდებარედ გაიმართა.