23 აპრილი 2019
	                                        
	                                            რექტორების შეხვედრა სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში	                                        
	                                        
                                            
                                                მიმდინარე წლის 15-18 აპრილს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო აკადემიების რექტორების  სამმხრივი შეხვედრები, რომელსაც თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელმა უმასპინძლა ქალაქ ანკარაში. თურქეთში გამართულ შეხვედრებში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის უმაღლესი სამხედრო სკოლის ხელმძღვანელობა და თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელი. ხოლო აკადემიის მხრიდან ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მამია ბალახაძე, სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კობიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, მარიამ დარბაიძე და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნინო გეწაძე.