13 მარტი 2019
	                                        
	                                            ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება	                                        
	                                        
                                            
                                                დღეს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ მემორანდუმები გააფორმა სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტსა და სსიპ - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტებთან. რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ, სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა გიორგი თავაძემ და სსიპ - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა თამაზ ნატრიაშვილმა.