სიახლეები

სიახლეები

თანამშრომლობის დღე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

20 მაისი 2019

თანამშრომლობის დღე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა ღონისძიება ,,თანამშრომლობის დღე,’’რომლის ფარგლებშიც აკადემიას ესტუმრნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები.
 სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ევროპულ - ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები

20 მაისი 2019

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ევროპულ - ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები

მიმდინარე წლის 12 ივნისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტარდება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,ევროპულ - ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები''.
რექტორების შეხვედრა სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში

23 აპრილი 2019

რექტორების შეხვედრა სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში

მიმდინარე წლის 15-18 აპრილს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო აკადემიების რექტორების  სამმხრივი შეხვედრები, რომელსაც თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელმა უმასპინძლა ქალაქ ანკარაში. თურქეთში გამართულ შეხვედრებში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის უმაღლესი სამხედრო სკოლის ხელმძღვანელობა და თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელი. ხოლო აკადემიის მხრიდან ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მამია ბალახაძე, სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კობიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, მარიამ დარბაიძე და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნინო გეწაძე.
ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი სწავლების გახსნა აკადემიაში

15 აპრილი 2019

ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი სწავლების გახსნა აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ერთკვირიანი ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი  ბრიგადის დონის სამხედრო სწავლება (MAPEX), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ გახსნა.
კადეტთა მეხუთე საერთაშორისო კვირეული აკადემიაში

1 აპრილი 2019

კადეტთა მეხუთე საერთაშორისო კვირეული აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეხუთე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. წელს აღნიშნულ ღონისძიებაში 13 ქვეყნის 15 პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს, კადეტთა საერთო რიცხვი კი 55-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უკვე მეხუთე წელია აკადემიაში იმართება და მონაწილეთა ეს რიცხვი ისტორიაში სარეკორდოა.