სიახლეები

სიახლეები

ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის ვიზიტი

29 ოქტომბერი 2013

ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის ვიზიტი

დღეს, ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. აკადემიის ხელმძღვანელობამ ლატვიელ სტუმრებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტრუქტურა, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა აკადემიებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები „თბილისიმარათონზე“

28 ოქტომბერი 2013

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები „თბილისიმარათონზე“

26 ოქტომბერს გაიმართა „ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული მარათონი, რომელშიც 25 ქვეყნიდან პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი და  სამთავრობო სექტორი მონაწილეობდნენ.
ქვეით ოფიცერთა კურსის პრაქტიკული საველე გასვლა

25 ოქტომბერი 2013

ქვეით ოფიცერთა კურსის პრაქტიკული საველე გასვლა

21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით კოჯორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება ათეულის საბრძოლო წვრთნები, საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელშიც მონაწილეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი იღებს.
ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებული გამოვლინდა

25 ოქტომბერი 2013

ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებული გამოვლინდა

დღეს, დასრულდა ტურნირი ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი დაიკავა IV ბრიგადამ, II ადგილი - II ბრიგადამ, III ადგილი - ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულმა ბრიგადამ.
რისმაგ გორდეზიანი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

23 ოქტომბერი 2013

რისმაგ გორდეზიანი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფილოლოგი რისმაგ გორდეზიანი ესტუმრა. ბატონმა რისმაგმა ბაკალავრიატის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა, რომლის თემა ანტიკური ერა იყო. ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა ანტიკურ კულტურასა და მის მწვერვალებზე, ეგეოსურ ანუ კრეტა-მიკენის კულტურაზე, ჰომეროსის (გეომეტრიზმის განვითარება), კლასიკურ და ელინისტურ ხანებზე, ასევე განიხილა ანტიკური ერის მოქანდაკეებისა და არქიტექტორების ნამუშევრებსა და შემოქმედებით განვითარებაზე.