21 თებერვალი 2014
	                                        
	                                            ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის საველე-პრაქტიკული სწავლება	                                        
	                                        
                                            
                                                მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საბრძოლო წვრთნა - ბრძოლა დასახლებულ რაიონში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის აკადემიის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსმა. საველე გასვლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას. საველე-პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, ჩატარდა ტაქტიკური გადაადგილების, შენობის იზოლირების, შენობის გაწმენდის, დასახლებული პუნქტის დაცვისა და შეტევის ოპერაციები.