10 ოქტომბერი 2013
	                                        
	                                            სამეთაურო-საშტაბო სკოლა	                                        
	                                        
                                            
                                                დღეს, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ძირითადად შეეხო შეიარაღებული ძალების მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს, თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობასა და საქართველოს გეო-პოლიტიკურ მდგომარეობას.