სიახლეები

სიახლეები

აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი აკადემიაში

26 ივნისი 2013

აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი აკადემიაში

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი როი მედოქსი იმყოფება. ამერიკელ სტუმარს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი მასპინძლობს. დღეს, აშშ-ის ევროპული სარდლობის  მთავარი სერჟანტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.
თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დავით ლორთქიფანიძეს უმასპინძლა

21 ივნისი 2013

თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დავით ლორთქიფანიძეს უმასპინძლა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების ფორმატში, პირველი შეხვედრა დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს უმასპინძლეს.
აკადემიაში სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

20 ივნისი 2013

აკადემიაში სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას აკადემიამ უკვე მეორედ უმასპინძლა. მასში საქართველოს ცხრა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და აკადემიის მსმენელები მონაწილეობდნენ.
პროფესორი მაიკლ სნაიდერი აკადემიაში

14 ივნისი 2013

პროფესორი მაიკლ სნაიდერი აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს  ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ–ის ჩრდილო ალაბამას უნივერსიტეტის სამხედრო მეცნიერებათა პროფესორი, ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ სნაიდერი ესტუმრა. მაიკლ სნაიდერს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს, მაიორ კოლინ ტომფსონს აკადემიის რექტორმა  ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა. 
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

5 ივნისი 2013

საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოიცავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, უძველეს პერიოდს და ასევე უახლესი ისტორიის ძირითად მოვლენებს.