12 დეკემბერი 2023
	                                        
	                                            აკადემიის თანამშრომლების სამუშაო ვიზიტი აშშ-ის შტატ ფლორიდაში	                                        
	                                        
                                            
                                                2023 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC). აღნიშნული კონფერენცია მსოფლიოში უდიდეს მოდელირების, სიმულაციებისა და სწავლების ღონისძიებას წარმოადგენს, რომელსაც დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე პოლკოვნიკი დავით რაზმაძე და დისტანციური სწავლების ცენტრის მთავარი სპეციალისტი სალომე პოპიაშვილი.