ორგანიზაციული სტრუქტურა

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას.

2. სამსახური არის აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეული - მართვის ორგანო.

3. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, აკადემიის წესდების, წინამდებარე დებულებისა და რექტორის ბრძანებების შესაბამისად.

4. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის ამოცანა

სამსახურის ამოცანაა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

  1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება მისი სრულყოფის მიზნით;

ბ) აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისათვის მომზადება;

გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

დ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, შეფასების წესის შემუშავება და შეფასება;

ე) თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

ვ) აკადემიის მიერ განხორციელებული საბაკალავრო, სამაგისტრო, ოფიცერთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება და მათ საფუძველზე სისტემატური ტექნიკური მონიტორინგის ორგანიზება, მათ შორის, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით;

ზ) რეკომენდაციების შემუშავება საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე;

თ) აკადემიური/მოწვეული/მასწავლებელთა პერსონალის, სამხედრო ინსტრუქტორებისა და  იუკერების/მსმენელების კითხვარების შემუშავებაში მონაწილეობა და კითხვარის ანალიზის საფუძველზე, აკადემიის საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით,  რეკომენდაციების შემუშავება;

ი) მონაწილეობა კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მონიტორინგის პროცესში;

კ) კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბოლონიის პროცესთან, კურიკულუმის შემუშავებასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;

ლ) აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისათვის მომზადების ხელმძღვანელობა და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

  1. სამსახურის სტრუქტურა ითვალისწინებს: სამსახურის უფროსს და დამხმარე პერსონალს.
  2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული თანამდებობის პირს;
  3. სამსახურის უფროსს ირჩევს აკადემიური საბჭო;
  4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:

ა) ექვემდებარება აკადემიის რექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე;

ბ) ახორციელებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მართვას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა შორის;

დ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს აკადემიას ორგანიზაციის გარეთ წარმოებულ სამსახურეობრივი ურთიერთობების დროს;

ე) წარუდგენს აკადემიის რექტორს წინადადებებს სამსხურეობრივი საქმიანობის გაუბჯობესების თაობაზე;

ვ) ახორციელებს სამსახურისათვის ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

  1. სამსახურის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ დოკუმენტის მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.  

 

ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო

კითხვარი იუნკერის/მსმენელის ინფორმირებულობის შესახებ

ანკეტა სასადილოს მდგომარეობისა და საკვების ხარისხის განსაზღვრა

ბიბლიოთეკის კითხვარი კურსდამთავრებულთათვის

გაცვლით პროგრამებში  მონაწილე აკადემიური პერსონალის, ინსტრუქტორების კმაყოფილების კვლევა

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის  კმაყოფილების კვლევა-იუნკერი, მსმენელი

აკადემის მონაწილეობის კვლევა სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და ა.შ. პროგრამებში 

პედაგოგების გამოკითხვის ანკეტა 1

საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ანკეტა  (შუალედური)

საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ანკეტა-დასკვნითი

სასწავლო პროცესზე დაკვირვების ანკეტა

უკუკავშირის ფორმა