7 ოქტომბერი 2024
	                                        
	                                             სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა	                                        
	                                        
                                            
                                                დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, აკადემიის ინსტიტუციონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პირადი შემადგენლობა სტატუეტებით „დავით აღმაშენებელი“ და  „იუნკერი“ დააჯილდოვა .