16 ოქტომბერი 2024
	                                        
	                                            ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შტაბის უფროსის ვიზიტი აკადემიაში	                                        
	                                        
                                            
                                                დღეს, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ულე ანდერს უე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პირველად ესტუმრა ეროვნულ თავდაცვის აკადემიას. სტუმრებს აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. შეხვედრის დროს ჩატარდა გაცნობითი სახის პრეზენტაციები აკადემიისა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შესახებ.