5 მაისი 2014
მსოფლიო რბენა “Wings for Life”
4 მაისს კახეთში, ლოპოტას ხეობაში მასშტაბური მსოფლიო რბენა „Wings for Life“ გაიმართა. აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნიდან პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი და სამთავრობო სექტორი მონაწილეობდნენ.