სიახლეები

სიახლეები

პოეზიის საღამო ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

27 იანვარი 2014

პოეზიის საღამო ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პოეზიის საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაკალავრო სკოლის იუნკერებმა. საღამოზე ლექსები პატრიოტულ თემაზე წაიკითხეს იუნკერებმა მარიამ ხაჩირაშვილმა, ეკა ბექაურმა, ვაჟა ქურდაძემ და როზმან შაინიძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლების ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

27 იანვარი 2014

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლების ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლები ესტუმრნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის ისტორია, სტრუქტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები, მიმდინარე პროცესები და აკადემიის სამომავლო გეგმები გააცნო.
აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

22 იანვარი 2014

აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი დევიდ დევენპორტი და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი ესტუმრნენ. სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ და აკადემიის მთავარმა სერჟანტმა, უფროსმა სერჟანტმა თორნიკე თვარაძემ უმასპინძლეს.
დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსის კონფერენციის დასასრული

16 იანვარი 2014

დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსის კონფერენციის დასასრული

დღეს, დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებსა და ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

15 იანვარი 2014

დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები და ხელმძღვანელები ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში, მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, აკადემიის რექტორი, ბატონი ზურაბ აგლაძე და UNHCR-ის წარმომადგენლები საქართველოში ქალბატონები სიმონ ვოლკენი და ანეტა პიატეკი.