სიახლეები

სიახლეები

შაუმიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

19 დეკემბერი 2013

შაუმიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ბაკალავრიატის III კურსის იუნკერმა არჩილ შავდათუაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული სამხედრო სასწავლებლების ისტორია, იუნკერების დღის განრიგი და აქტივობები გააცნო.
გია მამულაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

13 დეკემბერი 2013

გია მამულაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ და ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მოაწერეს.
სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის აუზის ქვეყნები: პრობლემები და პერსპექტივები“

12 დეკემბერი 2013

სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის აუზის ქვეყნები: პრობლემები და პერსპექტივები“

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „შავი ზღვის აუზის ქვეყნები: პრობლემები და პერსპექტივები“. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები.
გურამ ქართველიშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

9 დეკემბერი 2013

გურამ ქართველიშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ისტორიკოსი და დრამატურგი გურამ ქართველიშვილი ესტუმრა. ბატონმა გურამმა ბაკალავრიატის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა საქართველოს ისტორიაზე. ლექციის მსვლელობისას, ბატონმა გურამმა XI-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია მიმოიხილა. მან ამ პერიოდის ქართველ მეფეებსა და მომთაბარე ტომების შემოსევებზე ისაუბრა.
ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? IV ტური

6 დეკემბერი 2013

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? IV ტური

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? IV ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბაკალავრიატის III კურსის იუნკერებმა მიიღეს. მეოთხე ტურის შედეგად გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, IV  ოცეული „ელიტა-II“ – 15 ქულა, V ოცეული „გორგასლიანი“ – 14 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ გიორგი ნოზაძეს მიენიჭა.