სიახლეები

სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? II ტური

29 ნოემბერი 2013

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? II ტური

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? II ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მსმენელებმა და ინსტრუქტორებმა მიიღეს.
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

28 ნოემბერი 2013

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? დაიწყო. სეზონი ბაკალავრიატის II კურსის იუნკერებმა გახსნეს. პირველი ტურის შედეგებით ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს I ოცეული „სოფისტები“ - 16 ქულა, II ოცეული „ბრავო“ - 15 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ ალექსანდრე ბერიძეს მიენიჭა.
სისხლის გაცემის საქველმოქმედო აქცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

28 ნოემბერი 2013

სისხლის გაცემის საქველმოქმედო აქცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერებმა და ძირითადი კურსის მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს შპს „მედ ინვესტ ჯორჯიასა“ და „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის" საქველმოქმედო აქციაში. აქციის ფარგლებში, იუნკერებმა და მსმენელებმა სისხლი გაიღეს იმ ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების დასახმარებლად, რომლებიც ონკო-ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკაში „ჰემა“ მკურნალობენ.
სწავლება გენდერულ თანასწორობასა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325-ზე

26 ნოემბერი 2013

სწავლება გენდერულ თანასწორობასა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325-ზე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქალბატონი მაია ავალიანის ხელშეწყობით, ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო გეგმაში შევიდა სწავლება თემაზე გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325.
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

22 ნოემბერი 2013

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.