სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ამოცანა
იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ამოცანაა კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იუნკერთა საბრძოლო მომზადება, მაღალი აკადემიური მოსწრება და დისციპლინის კონტროლი.
მუხლი 3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ძირითადი ფუნქციები
ა) სწავლებისა და სწავლის პროცესის ხარისხის ინტენსიური ზრდა;
ბ) არსებული სპეციალობების მიხედვით სწავლების ორგანიზება და კონტროლი;
დ) პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) იუნკერთა პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური და პროფესიული დონის ამაღლება;
ვ) სამხედრო პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლება;
ზ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო- მატერიალური ბაზის დაგეგმვა და ორგანიზება.
ა) ადგენს სამხედრო საქმის სასწავლო პროგრამებს და სილაბუსებს;
ბ) უზრუნველყოფს იუნკერთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
გ) შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
დ) ახორციელებს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ორგანიზებასა და კონტროლს;
ე) აღრიცხავს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შეიარაღებას, საბრძოლო აღჭურვილობას და სხვა ქონებას;
ვ) უზრუნველყოფს იუნკერთა ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;
ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით, ამ დებულებით და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ხელმძღვანელობა
ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ხელმძღვანელობას და მის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვას;
ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონში სასწავლო პროცესის ორგანიზებულად ჩატარების კონტროლს;
გ) კურსის უფროსების და ინსტრუქტორთა მიერ მეცადინეობების ჩატარების კონტროლს;
დ) სასწავლო პროცესიდან გამომდინარე, იუნკერთათვის მეცადინეობა/ლექციების ჩატარებას;
ე) ბატალიონის ძირითადი ღონისძიებების გეგმის შემუშავების უზრუნველყოფას;
ვ) ბატალიონის ოპტიმიზაციის მიზნით, წინადადებების წარდგენას აკადემიის ხელმძღვანელობასთან საშტატო ნუსხაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
ზ) იუნკერთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის/დაკვირვების საფუძველზე, მათი დროებით საშტატო თანამდებობებზე თანამდებობრივი გადაადგილების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების განსახორციელებლად შესაბამისი რეკომენდაცია/დახასიათებების და შეფასების ფორმების მომზადება/წარდგენის უზრუნველყოფას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს აკადემიის ბიუჯეტის შემუშავებაში;
ი) ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლს;
კ) ბატალიონის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ლ) ბატალიონის პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფას;
მ) საბრძოლო ამოცანების შესრულებისას იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მართვას და კონტროლს;
ნ) ბატალიონში დღის განრიგის შედგენას და აკადემიის რექტორის პირველი მოადგილისთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ო) სამხედრო სასწავლებლებსა და სხვადასხვა კურსზე წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა-შემოწმებაში მონაწილეობას;
პ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის ი დოკუმენტების წარმოების კონტროლს;
რ) აკადემიის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას;
ჟ) შუამდგომლობას აკადემიის რექტორის პირველ მოადგილესთან დაქვემდებარებულთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;
ს) პერიოდულად, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პერსონალისგან ანგარიშის მიღებას მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ტ) შუამდგომლობას აკადემიის რექტორის პირველ მოადგილესთან იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
უ) ბატალიონის პერსონალის მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ფ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორის და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.
მუხლი 5. სასწავლო ბატალიონის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები:
ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი;
ე) იუნკერთა IV კურსი;
ა. სასწავლო ბატალიონის შტაბი:
ა.ა) წარმოადგენს სასწავლო ბატალიონის მეთაურის მთავრ დამხარე სტრუქტურულ ერთეულს;
ა.ბ) გეგმავს და კონტროლს უწევს პირადი შემადგენლობის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ა.გ) კონტროლს უწევს სამხედრო საქმის პროგრამების, სილაბუსების, სასწავლო ცხრილებისა და გეგმა - გრაფიკების დროულად და სწორად შედგენას;
ა.დ) გეგმავს და კონტროლს უწევს სასწავლო ბატალიონის სასწავლო პროცესს;
ა.ე) გეგმავს და კონტროლს უწევს სასწავლო ბატალიონის ლოჯისტიკური საკითხებს;
ა.ვ) გეგმავს და კონტროლს უწევს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მართვა კონტროლის და კომუნიკაციის საშუალებებს;
ა.ზ) შეიმუშავებს და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურს წარუდგენს სასწავლო ბატალიონის განვითარებისათვის საჭირო გეგმებსა და წინადადებებს;
ა.თ) აანალიზებს და ამუშავებს იუნკერთა სასწავლო ბატალიონისთვის დასახულ ამოცანებს და ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას;
ა.ი) უზრუნველყოფს და აკონტროლებს იუნკერთა სასწავლო ბატალიონში წესდებებითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ა.ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ბ. იუნკერთა I, II, III და IV კურსი
ბ.ა) უზრუნველყოფს სწავლის ხარისხის გაზრდას;
ბ.ბ) უზრუნველყოფს სამხედრო საქმის პროგრამების, სილაბუსების, სასწავლო ცხრილებისა და გეგმა-გრაფიკების დროულად და სწორად შედგენას და დასამტკიცებლად წარმოდგენას.
ბ.გ) კონტროლს უწევს დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად სწავლების მაღალხარისხიანად წარმართვას;
ბ.დ) აკონტროლებს დაგეგმილი სასწავლო პროცესის შესრულებას, ორგანიზებას უწევს მის მიმდინარეობას;
ბ.ე) მონაწილეობს სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებაში;
ბ.ვ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების დაცვას მეცადინეობის ჩატარების დროს;
ბ.ზ) უზრუნველყოფს იუნკერთა ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებასა და ორგანიზებას;
ბ.თ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ბ.ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.