ორგანიზაციული სტრუქტურა

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში - აკადემია) სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის (შემდგომში - კოლეჯი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. კოლეჯი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს.
  3. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  4. კოლეჯი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის და რექტორის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოადგილის წინაშე.

 

მუხლი 2. კოლეჯის მისია და ამოცანა

კოლეჯის მისია და ამოცანაა აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურის), შუალედური სამხედრო  (ოპერატიულ-ტაქტიკური) და უმაღლესი სამხედრო (სტრატეგიული) დონის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

 

მუხლი 3. კოლეჯის ძირითადი ფუნქციები

  1. კოლეჯის ძირითადი ფუნქციებია:

ა) იუნკერთა მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება და სამხედრო პროფესიული განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში არსებული საკარიერო გვარეობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;

გ) სწავლების/სწავლის ხარისხის დახვეწა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან  შესაბამისობაში  მოყვანა;

დ) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობა;

ე) ინსტრუქტორთა შემადგენლობის და დამხმარე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლება;

ვ) იუნკერთა/მსმენელთა პიროვნული, ზნეობრივი, პროფესიული და ინტელექტუალური დონის ამაღლება;

  1. თავისი ფუნქციების შესასრულებლად კოლეჯი:

ა) მონაწილეობს აკადემიური საბჭოს მუშაობაში, კოლეჯიდან არჩეული წარმომადგენლის მეშვეოობით;

ბ) მონაწილეობს სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებაში;

გ) უზრუნველყოფს იუნკერთა/მსმენელთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

დ) იუნკერთა/მსმენელთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის/დაკვირვების საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადადგილების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების განსახორციელებლად უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაცია/ დახასიათებისა და შეფასების ფორმების მომზადებას თითოეულ იუნკერზე/მსმენელზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს აკადემიის ბიუჯეტის დაგეგმვაში;

ვ) ახორციელებს კოლეჯის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ორგანიზებასა და კონტროლს;

ზ) უზრუნველყოფს კოლეჯის დისლოკაციის ადგილის, ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და მსგავსი ქონების სწორ ექსპლუატაციასა და დაცვას;

თ) აღრიცხავს კოლეჯის შეიარაღებას, საბრძოლო აღჭურვილობას და სხვა ტექნიკას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში უზურნველყოფს იუნკერთა/მსმენელთა ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

მუხლი 4. კოლეჯის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება

  1. კოლეჯის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეჯის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კოლეჯის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, კურსის უფროსები და ინსტრუქტორები.
  2. კოლეჯის საბჭო უფლებამოსილია, თუ კოლეჯის საბჭო სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.
  3. კოლეჯის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
  4. კოლეჯის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კოლეჯის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით.
  5. კოლეჯის საბჭოს ფუნქციებია:

ა) კოლეჯის ბიუჯეტის პროექტის შეიმუშავება და აკადემიის ადმინისტრაციის უფროსისთვის წარდგენა;

ბ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით კოლეჯის განვითარების სტრატეგიული გეგმის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავება და დასამტკიცებლად აკადემიურ საბჭოზე წარდგენა;

გ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით კოლეჯის სტრუქტურის შემუშავება და რექტორისთვის წარდგენა;

დ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით კოლეჯის დებულების შემუშავება და აკადემიურ საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) აკადემიის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილების გახორციელება.

  1. 6. კოლეჯს ხელმძღვანელობს კოლეჯის მეთაური, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
  2. კოლეჯის მეთაურის არის სამხედრო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
  3. კოლეჯის მეთაური ექვემდებარება აკადემიის რექტორს და რექტორის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოადგილეს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
  4. კოლეჯის მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს კოლეჯის საქმიანობას;

ბ) კონტროლს უწევს კოლეჯში სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და ჩატარებას;

გ) კოპმეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აკადემიის საშტატო ნუსხის შედგენის პროცესში.

დ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას  შორის, აძლევს მათ მითითებებს;

ე) კონტროლს უწევს კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვას;

ვ) აკადემიის რექტორს და რექტორის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოადგილეს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს კოლეჯის მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, შენარჩუნების წახალისების  ან/და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;

თ) ახორციელებს აკადემიის წესდებით, ამ დებულებითა და აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.

 

მუხლი 5. კოლეჯის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

  1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ევროპის უსაფრთხოების კვლევების მიმართულება;

ბ) თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულება;

გ) თავდაცვის ანალიზის მიმართულება;

დ) სამხედრო ოპერაციების პრინციპების კურსი;

ე) ლიდერობისა და მენეჯმენტის კურსი;

ვ) ომის თეორიისა და სამხედრო ხელოვნების კურსი;

ზ) თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსი;

 

  1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:

ა) ევროპის უსაფრთხოების კვლევების მიმართულება:

ა.ა) ევროპის უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებს და კვლევით პროექტების განხორციელება;

ა.ბ) სასწავლო პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და დახვეწა;

ა.გ) კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის უზრუნველყოფა;

ა.დ) საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით;

ა.ე) სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, ასევე მსმენელთა/იუნკერთა საკონფერენციო თემების ხელმძღვანელობა;

ა.ვ) კვლევაში აქტიური მონაწილეობა და კვლევის შედეგების გამოქვეყნება;

ა.ზ) გამოცდილების გაზიარების და გაუმჯობესების მიზნით დამთავრებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;

 

ბ) თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულება:

ბ.ა) თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების და კვლევით პროექტების განხორციელება;

ბ.ბ) სასწავლო პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და დახვეწა;

ბ.გ) კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის უზრუნველყოფა;

ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით;

ბ.ე) იუნკერთა სამაგისტრო ნაშრომების და მსმენელთა საკონფერენციო თემების ხელმძღვანელობა;

ბ.ვ) კვლევაში აქტიური მონაწილეობა და კვლევის შედეგების გამოქვეყნება;

ბ.ზ) საგამოცდო მასალისა და ტესტების  მომზადების უზრუნველყოფა;

ბ.თ) გამოცდილების გაზიარების და გაუმჯობესების მიზნით დამთავრებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;

 

გ) თავდაცვის ანალიზის მიმართულება:

გ.ა) თავდაცვის ანალიზის  მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების და კვლევით პროექტების გახორციელება;

გ.ბ) სასწავლო პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და დახვეწა;

გ.გ) კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის უზრუნველყოფა;

გ.დ) კომპეტენცის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით;

გ.ე) იუნკერთა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა და მსმენელთა საკონფერენციო თემების ხელმძღვანელობა;

გ.ვ) სამეცნიერო კვლევაში აქტიური მონაწილეობა და კვლევის შედეგების გამოქვეყნება;

გ.ვ) საგამოცდო მასალისა და ტესტების  მომზადების უზრუნველყოფა;

გ.ზ) გამოცდილების გაზიარების და გაუმჯობესების მიზნით დამთავრებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;

 

დ) სამხედრო ოპერაციების პრინციპების კურსი:

დ.ა)  უზრუნველყოფს ტაქტიკური და ოპერატიული დონის საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვის, მომზადების, აღსრულების და შეფასების სისტემურ ცოდნას;

დ.ბ) კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების და დახვეწის უზრუნველყოფა;

დ.გ) კომპეტენცის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით;

დ.დ) საგამოცდო მასალისა და ტესტების  მომზადება;

დ.ე) გამოცდილების გაზიარების და გაუმჯობესების მიზნით დამთავრებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;

 

ე) ლიდერობისა და მენეჯმენტის კურსი:

ე.ა)  ლიდერობისა და მენეჯმენტის თანამედროვე თეორიებთან დაკავშირებული სისტემური ცოდნის მიცემა და პრაქტიკაში მისი გამოყენებისათვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;

ე.ბ) კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენა;

ე.გ) კომპეტენცის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით;

ე.დ) საგამოცდო მასალისა და ტესტების  მომზადების უზრუნველყოფა;

ე.ე) გამოცდილების გაზიარების და გაუმჯობესების მიზნით დამთავრებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;

 

ვ) ომის თეორიისა და სამხედრო ხელოვნების კურსი:

ვ.ა)  ომის თეორიებისა და სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორიული კანონზომიერების ზეგავლენის სწავლების უზრუნველყოფა, ასევე სამხედრო ძალის შექმნასა და რევოლიციურ ცვლილებებზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომების გავლენის სწაველების მოდულის შექმნა;

ვ.ბ) კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენა;

ვ.გ) კომპეტენცის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით;

ვ.დ) საგამოცდო მასალისა და ტესტების  მომზადების უზრუნველყოფა;

ვ.ე) გამოცდილების გაზიარების და გაუმჯობესების მიზნით დამთავრებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;

 

ზ) თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსი:

ზ.ა) ქვეყნის შიდა და საეთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ღრმა სისტემურ ცოდნის უზრუნველყოფა;

ზ.ბ) კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენა;

ზ.გ) კომპეტენცის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით;

ზ.დ) საგამოცდო მასალისა და ტესტების  მომზადების უზრუნველყოფა;

ზ.ე) გამოცდილების გაზიარების და გაუმჯობესების მიზნით დამთავრებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;

 

  1. კოლეჯის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი/ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია კოლეჯის მეთაურის წინაშე;
  2. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულის უფროსი/ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს კორესპონდენციას და ხელმძღვანელობისაგან მიღებულ დავალებებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის;

გ) ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს, აძლევს დავალებებს და მითითებებს;

დ) კოლეჯის უფროსს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

  1. კოლეჯის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

 

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ დებულების მიღებისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად.